Thumbnail

ეპოქალური ჰიპ ჰოპ დუეტის OutKast წევრი Big Boi და არენბისა და სოულის ვეტერანი შემსრულებელი Sleepy Brown მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ახალ კომპოზიციას Can't Sleep სთავაზობენ. ჩანაწერი სამხრეთელების კოლაბორაციული ალბომის სინგლია.

მოუსმინეთ: Big Boi - Doin' It | Return Of The Dope Boi

ვეტერანი მუსიკოსები სამხრეთული ჰიპ ჰოპის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან. ბიგ ბოი და სლიფი ბრაუნი გაერთიანებაში Dungeon Family წევრიანდებიან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ბრაუნია. შესაბამისად, კარიერის განმავლობაში მათ არაერთხელ უთანამშრომლიათ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული