Thumbnail

ამერიკული როკ ჯგუფი The Flaming Lips ახალ კომპოზიციას My Religion Is You და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეთექვსმეტე ალბომში American Head იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 სექტემბერს გამოიცემა. ჩანაწერის პროდიუსერი დეივ ფრიდმანი გახლავთ. ნამუშევარი 13 ტრეკს გააერთიანებს.

ნახეთ: The Flaming Lips-მა ლაივი გიგანტური ბუშტების გამოყენებით გამართა

ნახეთ: The Flaming Lips - Flowers of Neptune 6

The Flaming Lips ოკლაჰომაში 1983 წელს შეიქმნა. 1986 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Hear It Is გაავრცელა. სამი გრემის მფლობელ ბენდს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 1999 წლის ნამუშევარმა The Soft Bulletin მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული