Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის ფეშენებელური სახლი მალიბუში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი, ჯენიფერ ლოპესი დიდი ხანია, ყველაზე შემოსავლიანი ცნობილი ადამიანების ასეულში საპატიო ადგილს იკავებს. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ მისი ქონება აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში მდებარე ძვირადღირებულ სახლებს ითვლის. ერთ-ერთი ფეშენებელური საცხოვრებელი ჯეილომ და მისმა საქმრომ, ალექს როდრიგესმა ვარსკვლავების საყვარელ ოკეანისპირა ქალაქში, მალიბუში მსახიობ ჯერემი პივენისგან 6,6 მილიონად შეიძინეს.

ჯენიფერ ლოპესი: გული მწყდება, რომ მე და ალექსს საქორწილო გეგმები ჩაგვეშალა

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი შაკირას საცეკვაო მოძრაობას ასწავლის

225 კვ.მ. ფართობის მქონე სახლს 3 საძინებელი და ამდენივე სააბაზანო აქვს. შენობაში აგრეთვე სახლის კინოთეატრი, საბავშვო ოთახი, საუნა, სპა და იოგას სავარჯიშო სივრცეა განთავსებული.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული