Thumbnail

6ix9ine: მინდა, 50 Cent-თან ვიმუშავო და მისი ტრეკის Many Men რემიქსი ჩავწერო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას ლეგენდარული კოლეგის, კურტის ჯექსონის, იგივე 50 Cent-ის ცნობილი კომპოზიციის Many Men ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობის სურვილი გამოთქვა. ლაივის მიმდინარეობისას ტეკაში ოთახში ცნობილ ჟურნალისტთან და მეგობართან, დიჯეი აკადემიქსთან ერთად იმყოფებოდა.

ტეკაში სიქსნაინი: ხომ გითხარით, რომ ვერავინ შემაჩერებს

ტრეკის Many Men რემიქსი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის კიდევ ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, მიმდინარე წლის თებერვალში გარდაცვლილმა, ფოფ სმოუქმა ჩაწერა. ტეკაშიმ ჩართვაში კომპოზიციის სწორედ ის ვერსია გააჟღერა, რომელსაც ფოფ სმოუქი ასრულებს და მის მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურა.

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

სიქსნაინი: 50-სთან მუშაობა მსურს. მინდა, ტრეკის Many Men რემიქსი ჩავწერო.
აკადემიქსი: ამის ალტერნატიულ ვერსიაზე ფოფ სმოუქმა უკვე იმუშავა.
სიქსნაინი: ვიცი, ბითი მოკლა, ძალიან მაგარია. ახლავე ჩავრთავ.

მუსიკის კრიტიკოსები ტეკაშისა და 50 Cent-ის ადრეულ კარიერას ერთმანეთს ხშირად ადარებენ. ვეტერანი კოლეგის მსგავსად, სიქსნაინმაც ფართო საზოგადოების ყურადღება სკანდალური განცხადებებითა და მასზე გავლენიანი რეპერების გადისვით მიიპყრო. 2018 წლის 25 აგვისტოს მუსიკოსებმა დღეისთვის ერთადერთი კოლაბორაციული ნამუშევარი Get The Strap გაავრცელეს. მიმდინარე წლის დასაწყისში კი კურტისმა განაცხადა, რომ ტეკაშისთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, რადგან ამ უკანასკნელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა. ვეტერანი რეპერის თქმით, ახალგაზრდა კოლეგის ეს საქციელი მის მორალს ეწინააღმდეგება.

50 Cent: ტეკაშისთან ტრეკს აღარ ჩავწერ, ჩაშვება ჩემს გაგებას ეწინააღმდეგება

კომენტარები

ბოლოს დამატებული