Thumbnail

ჯგუფი Depeche Mode ბოქს-სეტს LiVE SPiRiTS ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Depeche Mode ბოქს-სეტს LiVE SPiRiTS ავრცელებს. კომპილაცია საკონცერტო ფილმს Spirits in the Forest, დოკუმენტურ სურათს Depeche Mode: SPiRiTS in the Forest და რიგით მეთოთხმეტე ალბომს Spirit აერთიანებს.

საკონცერტო ფილმი, რომლის პრემიერაც მსოფლიოს სხვადასხვა კინოთეატრში, მათ შორის საქართველოში, 21 ნოემბერს შედგა, ჯგუფმა მსმენელს გუშინ იუთუბის ლაივის საშუალებით აჩვენა. ვიდეო 2018 წელს ბერლინში გამართულ ორ შოუს აერთიანებს.

ინტერნეტში ფილმის მონაკვეთი გავრცელდა, რომელშიც ბენდი სიმღერას Cover Me ასრულებს.

Depeche Mode ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს საყოველთაო პოპულარობა 1990 წელს გამოშვებულმა ალბომმა Violator მოუტანა. კარიერის განმავლობაში ბენდმა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Q-მ "დეფეშ მოუდი" იმ 50 კოლექტივს შორის შეიყვანა, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული