Thumbnail

ნახეთ: BTS კომპოზიციის Stay Gold კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ახლახან გამოშვებულ კომპოზიციაზე Stay Gold გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სიმღერა ბიჭების მომავალი იაპონურენოვანი ალბომის MAP OF THE SOUL : 7 ~ THE JOURNEY ბონუს ტრეკია. ნამუშევარი იაპონური სატელევიზიო დრამის Spiral Labyrinth – DNA Science Investigation საუნდტრეკადაც შეარჩიეს.

ნახეთ: BTS ანიმაციურ ვიდეორგოლს We Are Bulletproof: The Eternal ავრცელებს

BTS-ის არემი: შიშის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი იქნება კონცერტების მომავალი

კოლექტივმა იაპონურენოვანი ალბომის გამოშვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო ალბომი Map of the Soul: 7 იაპონური ჩარტების სათავეში მოექცა. ახალი სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 15 ივლისს ჩაეშვება.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული