Thumbnail

ნახეთ: Blackpink ახალ კომპოზიციაზე გადაღებულ კლიპს How You Like That ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფი Blackpink ახალ კომპოზიციას How You Like That და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერი მუსიკოსების პირველ სრულმეტრაჟიან ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის სახელწოდებაც ჯერჯერობით უცნობია.

BLACKPINK-მა ბილბორდის ჩარტში რეკორდი დაამყარა

არტისტების ალბომის გამოქვეყნება სექტემბერშია დაგეგმილი. ჯგუფის ლეიბლის, YG Entertainment-ის განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში ნამუშევრიდან კიდევ ერთი სინგლი გავრცელდება. ცოტა ხნის წინ კი კოლექტივმა ამერიკელი პოპვარსკვლავის, ლედი გაგას ალბომში Chromatica მიიღო მონაწილეობა. მათი ერთობლივი სიმღერა Sour Candy ბილბორდის ჩარტში 33-ე პოზიციაზე მოხვდა. ამ მიღწევით "ბლექფინქი" კორეელი გოგონებისგან შემდგარი პირველი ბენდი გახდა, რომელსაც ამერიკის ჰიტ-აღლუმში ყველაზე მაღალი პოზიცია ერგო.

მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე მილიარდი მოსმენა დააგროვა. მათ ოქროს სტატუსის მფლობელ სიმღერას Ddu-Du Ddu-Du ამჟამად პლატფორმაზე 1,1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული