Thumbnail

მოუსმინეთ: G-Eazy პოპ როკ ალბომს Everything's Strange Here ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ახალი პოპ როკ ალბომი Everything's Strange Here გამოაქვეყნა. სტუდიური ნამუშევარი 10 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერში მუსიკოსები, Kossisko და Ashley Benson მონაწილეობენ.

ნახეთ: G-Eazy - Nostalgia Cycle

ნახეთ: G-Eazy კომპოზიციაზე Love Is Gone გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ნახეთ: G-Eazy - Moana Ft. Jack Harlow

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული