Thumbnail

პოპულარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ რეი სტივენსონმა, სასცენო სახელით Tyga, ახალი კომპოზიცია Ibiza და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კლიპში კომპტონელი რეპერი YG მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი, ასევე კალიფორნიელი მუსიკოსი Mustard გახლავთ.

ნახეთ: Tyga - Vacation

ნახეთ: Tyga - FREAK Ft. Megan Thee Stallion

ნახეთ: G-Eazy, Tory Lanez და Tyga კლიპში Still Be Friends

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული