Thumbnail

ჰიტის Savage ავტორმა, ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ახალი კომპოზიცია Girls In The Hood გამოაქვეყნა. ახალგაზრდა რეპერმა ჩანაწერში მისი ლეგენდარული კოლეგის, იზი-ის სადებიუტო სინგლის Boyz-n-the-Hood სემპლი გამოიყენა. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი Scott Storch გახლავთ.

Megan Thee Stallion აშშ-ში სკოლის დამთავრების ცერემონიაზე პერფორმანსით წარდგა

ნახეთ: Megan Thee Stallion ანიმაციურ კლიპს Savage ავრცელებს

ნახეთ: Megan Thee Stallion კლიპს Captain Hook ავრცელებს

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული