Thumbnail
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

მოუსმინეთ: წერილი - ხვალ რა გველის

ქართული ალტერნატიული მუსიკის ვეტერანმა ჯგუფმა "წერილი" ახალი ჩანაწერი "ხვალ რა გველის" გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსების მომავალ, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცემა. 

"ეს სიმღერა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწერა და ისე მოხდა, რომ ცოცხლად მხოლოდ ერთხელ, პირველი რადიოს სტუდიაში შესრულდა. ბევრი ახალი კომპოზიცია გვაქვს, რომლებსაც ჩავწერთ, მაგრამ არის ტრეკები, რომლებიც არ მინდა, დაიკარგოს. ასეთია ეს სიმღერაც. ის ჩემთვის დღემდე აქტუალურია", - განაცხადა ჯგუფის ფრონტმენმა, გია თოიძემ popmusic-თან საუბარში.  

► მოუსმინეთ: წერილი - ყოველ დილით

კომპოზიციის ჩაწერაში მონაწილეობდნენ: გია თოიძე (ვოკალი, გიტარა), ლევან სვანიძე (ბასი),  არჩილ ქელბაქიანი (გიტარა) და ლევან ჯავახიშვილი (კლავიში, პროდაქშენი). 

პოსტ პანკის, გოთიკისა და ალტერნატიული როკის ჟანრებში მოღვაწე ჯგუფი "წერილი" 1995 წელს თბილისში გია თოიძემ ჩამოაყალიბა. 2001 წლამდე კოლექტივს "ამორალი" ერქვა. კოლექტივს დღემდე 6 ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო მათგანი "მასაში გხედავ" ბენდმა 2018 წელს გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული