Thumbnail

გერმანული წარმოშობის ბრიტანელმა კომპოზიტორმა, მაქს რიხტერმა ახალი კომპოზიცია All Human Beings და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სინგლი რიხტერის პროექტში Voices იქნება წარმოდგენილი, რომელიც 31 ივლისს გამოიცემა. სტუდიურ ნამუშევარში აშშ-ის პირველი ლედის, ელეონორა რუზველტის ხმა ისმის, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას კითხულობს. ისტორიული ჩანაწერი 1949 წლით თარიღდება.

მაქს რიხტერის პროექტის Voices ინსპირაცია სწორედ გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გახდა. მუსიკოსის ახალ ალბომში 70-ზე მეტ ენაზე წაკითხული სწორედ ამ დოკუმენტის ნაწყვეტები გაერთიანდება. აღსანიშნავია, რომ რიხტერი პროექტზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მაქს რიხტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. კომპოზიტორს არაერთი ფილმისთვის, მათ შორის Shutter Island და Arrival-ისთვის აქვს საუნდტრეკები დაწერილი. მაქსი ასევე ცნობილი სერიალის The Leftovers მუსიკის ავტორიცაა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული