Thumbnail

ნიკი მინაჟი: თუ ჩემი და ქანიე ვესთის ტრეკის მოსმენა გსურთ, შეაწუხეთ კიმ კარდაშიანი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მას შემდეგ, რაც ჰიპ ჰოპ არტისტ ნიკი მინაჟს თაყვანისმცემლებმა მისი, რეპერ ქანიე ვესთისა და არენბი შემსრულებელ Ty Dolla Sign-ის ერთობლივი კომპოზიციის New Body და მისი კლიპის გავრცელება სთხოვეს, მუსიკოსმა მათ მოუწოდა, ამისთვის ქანიეს ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი შეეწუხებინათ ინსტაგრამის კომენტარების ველში. აგრეთვე, ბევრი მიეწერათ არტისტ ASAP Ferg-ისთვის, რათა მათი კოლაბორაციული, თაროზე შემოდებული ტრეკი Move Ya Hips გამოექვეყნებინა. ნიკიმ ტვიტი მოგვიანებით წაშალა.

ნიკი მინაჟს ახალ ალბომში ალტერ ეგო ეყოლება

"ფერგს ყოველდღე უნდა უკომენტაროთ, თუ გსურთ Move Ya Hips. ბევრი წერეთ კიმსაც, თუ გინდათ New Body", - წერდა მინაჟი.

აღსანიშნავია, რომ ქანიესთან ერთად ტრეკის ჩაწერის შესახებ ინფორმაცია 2019 წელს კარდაშიანების რეალითი შოუში Keeping Up with the Kardashians გაჟღერდა. ნამუშევარი ვესთის მიერ დაანონსებულ ალბომში Yandhi უნდა შესულიყო, თუმცა, ჩანაწერმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა. კომპოზიციამ კი სტუდიიდან მაინც გაჟონა და ინტერნეტში გავრცელდა.

ნიკი მინაჟის მოწოდების შემდეგ მისმა თაყვანისმცემლებმა კიმ კარდაშიანს მართლაც მიმართეს:

"სად არის New Body? მიეცით ნიკის უფლება, გაავრცელოს".

"მას შემდეგ, რაც დავსპამე, ქანიეს უთხარი New Body გამოუშვას-მეთქი, კიმმა დამბლოკა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული