Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯექმენ თომას ჰარლოუმ, სასცენო სახელით Jack Harlow, პოპულარული კომპოზიციის Whats Poppin რემიქსი გამოაქვეყნა. კენტუკელი რეპერის ჩანაწერში მისი ცნობილი კოლეგები დაბეიბი, თორი ლეინზი და გავლენიანი შემსრულებელი, ლილ უეინი მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერები ​jetsonmade და Pooh Beatz არიან.

ნახეთ: G-Eazy - Moana Ft. Jack Harlow

ჯექმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 9 წლის წინ, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. ჩანაწერმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და ბილბორდის ცხელი ასეულის მე-16 პოზიციაზეც მოექცა. პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსის ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული