Thumbnail

ბრიტანული როკ ჯგუფი Nothing But Thieves ახალ კომპოზიციას Real Love Song ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Moral Panic შევა, რომელიც 23 ოქტომბერს გამოიცემა.

Nothing But Thieves ქალაქ საუთენდში 2012 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2017 წელს კი კოლექტივმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Broken Machine გამოსცა. მათი შემოქმედება ალტერნატიულ და ჰარდ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული