Thumbnail

ფოტოგალერეა: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა მამების დღე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 ივნისს მამების დღე აღინიშნა. ცნობილმა მუსიკოსებმა ეს დღე ოჯახის გარემოცვაში გაატარეს და მამების, ქმრების, შეყვარებულებისა თუ სხვა ახლობელი ადამიანების მიმართ მილოცვებიც არ დაიშურეს.

► ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები და მათი მშობლები

► მუსიკოსების ნამდვილი და სასცენო სახელები

წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც მამების დღეს ცნობილმა მუსიკოსებმა გაავრცელეს.

Chris Martin

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს სოლისტმა, კრის მარტინმა მამების დღე თავის ვაჟთან, მოზესსთან ერთად აღნიშნა, რომელიც მსახიობ გვინეტ პელტროუსთან ქორწინებიდან ჰყავს. ფოტოზე მამა-შვილი გვინეტის ამჟამინდელ ქმართან, რეჟისორ ბრედ ფელჩაკთან ერთად არის აღბეჭდილი.

Cardi B & Offset

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა, ქარდი ბიმ ინსტაგრამზე თავის ქმართან, რეპერ Offset-თან და შვილთან, ქალჩერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

Jennifer Lopez

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა ამ დღეს საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად სანაპიროზე რომანტიკული გასეირნება მოაწყო. მომღერალს არც თავისი შვილების მამა, მუსიკოსი მარკ ენტონი დავიწყებია, რომელსაც მამების დღე ინსტაგრამის საშუალებით მიულოცა - "ეს დღე საუკეთესოდ გაგეტარებინოს", - მიმართა მან ყოფილ ქმარს.

Travis Scott

ჰიუსტონელ ჰიპ ჰოპ არტისტ ტრევის სკოტს მამების დღის აღსანიშნავად წვეულება მოუწყვეს. მისი გოგონას, სტორმის დედამ, მილიარდერმა კაილი ჯენერმა ინსტაგრამზე ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ჩანს, როგორ ატარებს მამა-შვილი ერთად დროს, სახლი და ეზო კი ცისფერი ყვავილებით, ბუშტებით და ოჯახური ფოტოებით არის გაფორმებული.

Travis Scott

სტორმიმ მამას სპეციალურად მისთვის გამომცხვარი გულის ფორმის ორცხობილაც მიუტანა.  

Madonna

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს დააწერა - "ჩემს თავს ვულოცავ მამების დღეს, ასევე, ყველა მშობელს, რომლებიც ცდილობენ, აღმზრდელის, გზის მაჩვენებლის, შთამაგონებლისა და მასწავლებლის როლები შეითავსონ".

Kanye West

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი ამ დღეს ცოლის, შვილებისა და მამის, რეი ვესთის გარემოცვაში შეხვდა. მოგვიანებით ტელევარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე საოჯახო ფოტოები გაავრცელა და ქმარს მიმართა - "საუკეთესო მამას ვულოცავ მამების დღეს! დიდი მადლობა, რომ ცხოვრებას გვიხალისებ. შენ ჩვენს შვილებს საოცარ ცხოვრებას ჩუქნი. ძალიან მიყვარხარ".

Snoop Dogg

ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რომელიც ოთხი შვილის მამაა, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა და 1957 წელს გამოშვებული "კადილაკი" იყიდა.

Robbie Williams

ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა ინსტაგრამზე თავისი ოთხი შვილის ფოტო გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში მუსიკოსსა და მის ცოლს, აიდი ფილდს ვაჟი, სახელად ბოუ შეეძინათ სუროგატი დედის დახმარებით. "ჩემი ოჯახი ძალიან მაბედნიერებს", - წერს არტისტი ინსტაგრამზე.

Drake

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა ინსტაგრამზე თავისი 2 წლისა და 8 თვის ვაჟის, ადონისის ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "მამების დღეს გილოცავთ ყველას, ნამდვილ და საქმიან ადამიანებს".

John Legend

ამერიკელი მუსიკოსი, ჯონ ლეჯენდი ტელეკომპანია ABC-ის ეთერში მამების დღისადმი მიძღვნილ გადაცემას John Legend and Family: A Bigger Love Father's Day გაუძღვა, რა დროსაც მაყურებლებს სახალისო ჩართვები შესთავაზა სხვა ცნობილი მამების, მათ შორის მუსიკოსების, სტივი უანდერისა და რეპერ Common-ის მონაწილეობით. შოუს ფარგლებში ჯონმა სიმღერები შეასრულა და დრო თავისი შვილების გარემოცვაშიც გაატარა.

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული