Thumbnail

მოუსმინეთ: პერის ჯექსონის პროექტმა Soundflowers სადებიუტო ნამუშევარი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი მოდელის, მსახიობისა და მუსიკოსის, პერის ჯექსონისა და მისი შეყვარებულის, გაბრიელ გლენის მუსიკალურმა პროექტმა Soundflowers ამავე სახელწოდების სადებიუტო EP გამოსცა. ჩანაწერში სულ 5 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

პერის ჯექსონი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის შვილი გახლავთ. გაბრიელ გლენთან ერთად მან პროექტი Soundflowers 2018 წელს ჩამოაყალიბა. პერისი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული