Thumbnail

ნახეთ: მაიკლ სტაიპმა და აარონ დესნერმა No Time for Love Like Now შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული როკ ჯგუფის R.E.M. ყოფილმა ფრონტმენმა, მაიკლ სტაიპმა და ამერიკული ინდი ფოლკ პროექტის Big Red Machine დამაარსებელმა, აარონ დესნერმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში საერთო კომპოზიცია No Time for Love Like Now შეასრულეს. სინგლის აუდიოვერსია სტაიპმა და Big Red Machine-მა 11 ივნისს გაავრცელეს.

მაიკლ სტაიპი საკულტო როკ ჯგუფის R.E.M. ერთ-ერთი დამაარსებელია. მუსიკოსს 3 გრემის მფლობელ კოლექტივთან ერთად 15 ალბომზე აქვს ნამუშევარი. 31-წლიანი არსებობის განმავლობაში ბენდმა, მსოფლიო მასშტაბით, 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2007 წელს სტაიპი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2011 წელს R.E.M. დაიშალა. 2019 წლის ოქტომბერში კი არტისტმა სადებიუტო სინგლი Your Capricious Soul გამოსცა.

Big Red Machine ჯასტინ ვერნონმა (Bon Iver) და აარონ დესნერმა (The National) 2018 წლის ივნისში ჩამოაყალიბეს. 31 აგვისტოს პროექტმა სადებიუტო, ჯგუფისვე სახელწოდების მქონე ალბომი გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული