Thumbnail

ნახეთ: გაერთიანება Griselda-ს მიერ გადაღებული ფილმის თრეილერი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბუფალოელმა რეპერმა, ვესთსაიდ განმა შემოქმედებითი გაერთიანება Griselda-ს მიერ გადაღებული ფილმის Conflicted თრეილერი გაავრცელა. კინოსურათის პროდიუსერი ასევე ლეიბლის წევრი, ბენი ბუჩერი გახლავთ. როგორც ვესთსაიდი აღნიშნავს, "ნამუშევარი ქალაქ ბუფალოს რუკაზე დააბრუნებს".

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს Pray For Paris ავრცელებს

ნახეთ: Griselda ვიდეორგოლს Cruiser Weight Coke ავრცელებს

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრიზელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 2019 წლის მიწურულს კოლეგებმა გაყიდვაში სადებიუტო კოლაბორაციული ალბომი WWCD ჩაუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული