Thumbnail

კოსტიუმი, რომელიც Cardi B-ის კონცერტზე გაეხა, აუქციონზე იყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Cardi B-ის ცნობილი კომბინეზონი, რომელიც მას 2019 წელს ფესტივალ Bonnaroo-ზე გამოსვლისას ეცვა, აუქციონზე იყიდება. დიზაინერ Yousef Aljasmi-ის მიერ შექმნილი კოსტიუმი რეპერს სცენაზე ცეკვისას უხერხულ ადგილას გაეხა, რის გამოც პერფორმანსის გაგრძელება თეთრ ხალათში გამოწყობილს მოუწია.

ნახეთ: ავტომობილები, რომლებშიც Cardi B მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ვერ იყენებს

Cardi B: შეეშვით ჩემი სხეულის კრიტიკას

მუსიკოსები, რომლებიც სამოსის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ

"ჩემი ტანსაცმელი გაიხა. რა უნდა გავაკეთო? ეს ჯანდაბა უნდა გავიხადო", - მიმართა მაშინ მსმენელებს ქარდიმ.

როგორც Nate D Sanders-ის აუქციონის ვებგვერდზეა აღნიშნული, კომბინეზონი უკვე გაკერილია და მისი საწყისი ფასი 8 000 დოლარს შეადგენს.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული