Thumbnail

ნახეთ: ტეკაში Future-ს, Meek Mill-ს და სხვებს ჩარტებში წარუმატებლობის გამო დასცინის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული რეპერი, ტეკაში სიქსნაინი თავისი კარიერის განმავლობაში ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში პირველად მოხვდა. ის ჩარტს ჰიპ ჰოპ არტისტ ნიკი მინაჟთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციით Trollz ლიდერობს. ტეკაშიმ ინსტაგრამის საშუალებით ვიდეო გაავრცელა და იმ მუსიკოსებს მიმართა, რომლებიც მას კრიმინალური დაჯგუფების წევრების გამოძიებასთან დასმენის გამო აკრიტიკებდნენ. მათ შორის Future, Meek Mill, Lil Durk და სხვები მოხვდნენ.

6ix9ine-ის ადვოკატი: ტეკაშის მოკვლას დაჯგუფების ახალი წევრები შეეცდებიან

ტეკაში სიქსნაინმა ფავორიტი თანამედროვე რეპერი დაასახელა

"შეგიმჩნევიათ, რომ, როდესაც მდისავენ ან ჩემს დაცინვას ცდილობენ, ისეთ მომენტში ვპასუხობ ხოლმე, რომ მათი განადგურება მიწევს. ახლა მე მთელ მსოფლიოში პირველი მუსიკოსი ვარ და, უბრალოდ, მინდა, რამდენიმე დეტალზე გავამახვილო ყურადღება. სია მაქვს: Future - თითქმის ათი წელია, რეპავ. შენს კომპოზიციებში დრეიქი მონაწილეობს, მეგობარო და პირველ პოზიციაზე მაინც ვერ გახვედი. ბატონო მიკ მილ, ასევე მრავალი წელია, მუსიკაში ხარ, ვერც შენ გახდი ლიდერი", - აღნიშნა რეპერმა.

სიქსნაინმა აგრეთვე რეპერები: Lil Durk, G Herbo, Gucci Mane, და Trippie Redd ახსენა, რომლებსაც აგრეთვე არასდროს დაუკავებიათ ჩარტებში პირველი ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ტეკაშის ვიდეოში მაისური აცვია, რომელსაც Trippie Redd აწერია.

Tekashi 6ix9ine: ჰიპ ჰოპი სავსეა ვირთხებით

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული