Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ახალი კომპოზიცია Nostalgia Cycle და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. პოპ ჩანაწერის პროდიუსერები Christopher Anderson და Petey არიან. ტრეკი ჯი-იზის პოპ როკ ალბომში Everything’s Strange Here იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: G-Eazy კომპოზიციაზე Love Is Gone გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მოუსმინეთ: G-Eazy - Stan By Me

მოუსმინეთ: G-Eazy - Don't Think Twice | VCR

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული