Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსის, მაიკ სკინერის პროექტმა The Streets ახალი კომპოზიცია Falling Down გაავრცელა. ჩანაწერში ლონდონელი ინდი არტისტი Hak Baker მონაწილეობს. სინგლი სთრითსის მომავალ მიქსტეიპში None of Us Are Getting Out of This Life Alive იქნება წარმოდგენილი, რომელიც 10 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: The Streets - I Wish You Loved You As Much As You Love Him

მოუსმინეთ: The Streets - Where The F*&K Did April Go

The Streets ბირმინგემში 1994 წელს მულტიინსტრუმენტალისტმა, მაიკ სკინერმა ჩამოაყალიბა. 2002 წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ პროექტმა სადებიუტო ალბომი Original Pirate Material გაავრცელა. სთრითსს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული