Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Bright Eyes ახალი კომპოზიცია Mariana Trench და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი ბენდის მომავალ ალბომში Down in the Weeds, Where the World Once Was იქნება წარმოდგენილი, რომელიც 21 აგვისტოს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Bright Eyes - One and Done

მოუსმინეთ: Bright Eyes - Persona Non Grata

Bright Eyes შტატ ნებრასკას ქალაქ ომაჰაში 1995 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი A Collection of Songs Written and Recorded 1995–1997 გაავრცელა. 2011 წელს, 8 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, კოლექტივი დაიშალა. 2020 წლის იანვარში კი მუსიკოსები ხელახლა შეიკრიბნენ და ინდი ლეიბლთან Dead Oceans კონტრაქტი გააფორმეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული