Thumbnail

მაიკლ ჯექსონი: ბავშვობაში ვტიროდი, როცა სხვები თამაშობდნენ, მე კი მუშაობა მიწევდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

25 ივნისს ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 11 წელი შესრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ბრიტანულმა გამოცემამ Daily Express არტისტის 1993 წლის ინტერვიუ გაიხსენა, რომელიც მან ცნობილ ტელეწამყვან ოპრა უინფრის მისცა. ლეგენდარული შემსრულებელი გადაცემაში საუბრობს, რომ ადრეულ ასაკში მოპოვებულმა პოპულარობამ მას, ფაქტობრივად, ბავშვობა წაართვა.

რატომ აიკრძალა მაიკლ ჯექსონის კლიპის In the Closet ჩვენება სამხრეთ აფრიკაში

ქანიე ვესთი: ვერავის მივცემთ უფლებას, მაიკლ ჯექსონის მსგავსი გმირები დააკნინონ

ზოოპარკის თანამშრომელი: მაიკლ ჯექსონს 7 ალიგატორი ჰყავდა, რომლებიც შევიფარეთ

"სცენაზე თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ, ის ჩემთვის სახლივითაა. თუმცა, როგორც კი კონცერტი სრულდება და იქიდან ჩამოვდივარ, მუდმივად ვიწყენ და თავს მარტოსულად ვგრძნობ. იყო დრო, როცა ჩემს ძმებთან ერთად ვერთობოდი, ხან ბალიშებით ვჩხუბობდით, ხან რას ვაკეთებდით და ხან რას, თუმცა, მარტოობის განცდისგან მაინც მეტირებოდა ხოლმე. 8-9 წლის ვიყავი, როცა ხალხმა გამიცნო. ეს კარგია და ამას ბევრი პოზიტიური მხარეც აქვს - მოგზაურობ მსოფლიოს გარშემო, ბევრ რამეს ნახულობ, ხვდები უამრავ ადამიანს და ა.შ. თუმცა, ამას ნაკლიც აქვს. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ. რეპეტიციები და მზადება გიწევს, რაც უამრავ დროს გართმევს და შენი თავისთვის დრო, ფაქტობრივად, აღარ გრჩება. დილიდან საღამომდე ჩაწერები გაქვს, შემდეგ კი უკვე ძილის დრო მოდის. მახსოვს, სტუდიაში რომ მივდიოდი ხოლმე, მახლობლად სკვერი იყო, სადაც ბავშვები თამაშობდნენ და ხმაურობდნენ. მეტირებოდა, როცა ისინი ერთობოდნენ, მე კი მუშაობა მიწევდა", - იხსენებდა მაიკლ ჯექსონი.

მაიკლი ძმებთან და მამასთან ერთად

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული