Thumbnail

ტეკაში სიქსნაინი: ხომ გითხარით, რომ ვერავინ შემაჩერებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის, ტეკაში სიქსნაინის ბოლო კომპოზიცია TROLLZ აშშ-ში დღეს ყველაზე პოპულარული ტრეკია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რეპერ ნიკი მინაჟის მონაწილეობით შექმნილი ჩანაწერი ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეშია. აღსანიშნავია, რომ ტეკაში ჩარტს კარიერაში პირველად ლიდერობს.

მოუსმინეთ: სიქსნაინმა და ნიკი მინაჟმა ტრეკის TROLLZ ალტერნატიული ვერსია გაავრცელეს

სიქსნაინმა საკუთარი წარმატება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით აღნიშნა:

"ხომ გითხარით, რომ ვერავინ შემაჩერებს. რადიოსადგურებმა და მსხვილმა მუსიკალურმა პლატფორმებმა მხარდაჭერა არ გამოგვიცხადეს. ისინი წარმატებაში მიღწევაში ხელს მიშლიდნენ, თუმცა, ჩვენ ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერები ვართ და ამაში ჩემი მოძულეების წვლილიც დიდია. მათ კლიპს მილიონჯერ უყურეს. მე მუსიკის ინდუსტრიის წინააღმდეგ ბრძოლაში გავიმარჯვე. ნიკი, ჩვენ მონსტრები ვართ. მიყვარხარ".

ტეკაშიმ და ნიკიმ კომპოზიცია 12 ივნისს გამოუშვეს. ტრეკზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 46 მილიონი ნახვა დააგროვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეპერმა ამ მაჩვენებელს ფასიანი რეკლამების საშუალებით მიაღწია. იუთუბი კი ნახვებს ბმულზე გადასვლის, ძებნის ველის გამოყენებისა და სხვადასხვა ვებგვერდზე გალინკვების შემთხვევაში ითვლის. შესაბამისად მუსიკალური პლატფორმის ადმინისტრაციამ სიქსნაინს რეკორდი არ ჩაუთვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული