Thumbnail

ნახეთ: ერეკლე დეისაძემ ახალ კომპოზიციაზე "გამოსვლა" კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული არტისტი, ერეკლე დეისაძე ახალ კომპოზიციას "გამოსვლა" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ერეკლესთან ერთად ტრეკს მუსიკოსი ფსევდონიმით Nimit_ta ასრულებს.

ნახეთ: ერეკლე დეისაძე სიმღერას "ასეთია ქურდი კაცის ბედი" ასრულებს

ეს პირველი კლიპია, რომელიც დეისაძემ ათთვიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა. ბოლო ვიდეორგოლი "თერაპია" მან პროექტ Eko & Vinda Folio-ს ფარგლებში 2019 წლის აგვისტოში გაავრცელა.

მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო. 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი, Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა.

რეცენზია: Eko & Vinda Folio - თერაპია

არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული