Thumbnail

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის Sonic Youth ყოფილი ვოკალისტი და გიტარისტი, თერსტონ მური ახალ კომპოზიციას Hashish ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ სოლო ალბომში By The Fire იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერი 9 ტრეკს გააერთიანებს.

მოუსმინეთ: Thurston Moore – Strawberry Moon

თერსტონ მურმა შემოქმედებითი კარიერა 1976 წელს დაიწყო. 5 წლის შემდეგ მუსიკოსმა, კიმ გორდონთან და ლი რანალდოსთან ერთად, ჯგუფი Sonic Youth შექმნა. ნოიზ როკისა და ალტერნატიული როკის პიონერ ბენდთან ერთად არტისტმა 15 ალბომი გაავრცელა. 1995 წელს მურმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Psychic Hearts გამოსცა. ამ დრომდე თერსტონს 6 სოლო ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული