Thumbnail

ამერიკული არტ როკ ჯგუფის TV on the Radio წევრი, ტუნდე ადებიმპე ახალ სოლო კომპოზიციას People ავრცელებს. სინგლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს: ACLU, The Movement for Black Lives და The Southern Poverty Law Center გადაერიცხებათ.

ტუნდე ადებიმპემ არტ როკ კოლექტივი TV on the Radio 2001 წელს შექმნა. სამი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი Desperate Youth, Blood Thirsty Babes გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. ჯგუფში მოღვაწეობის პარალელურად, ტუნდემ ისეთ ბენდებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Yeah Yeah Yeahs, Run The Jewels, Massive Attack და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული