Thumbnail

მოუსმინეთ: ნილ იანგი 1974-75 წლებში ჩაწერილ ალბომს Homegrown აქვეყნებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა კანადელმა მუსიკოსმა, ნილ იანგმა ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ალბომი Homegrown გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს, 1974-75 წლებშია ჩაწერილი. არტისტი ნამუშევრის გამოცემას აპრილში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღის შეცვლა რამდენჯერმე მოუწია.

ნახეთ: ნილ იანგმა საკუთარ ეზოში კიდევ ერთი მინი კონცერტი გამართა

ნახეთ: ნილ იანგმა საკუთარ ეზოში მინი კონცერტი გამართა

ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერაში სამი გრემი აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Harvest Moon, Old Man და Heart Of Gold მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული