Thumbnail

ნახეთ: ზურა ჯავახია ახალ სერიალში "თესეა" მთავარ როლს შეასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ახლო მომავალში ახალი სერიალი "თესეა" დაიწყება, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი, ზურა ჯავახია შეასრულებს. სატელევიზიო შოუს ავტორები სცენარისტი ქეთი დევდარიანი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა არიან.

სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას, რომელიც პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების გამო ბებიასთან, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ზურა ჯავახიას პერსონაჟი იქ "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით მიუზიკლის დადგმას მოისურვებს, რასაც საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვება. სატელევიზიო შოუს პირველი თრეილერი უკვე გავრცელდა. მასში მაყურებელი ცნობილ მუსიკოს რობი კუხიანიძესაც იხილავს.

თესეა [Trailer]

მალე!

Posted by თესეა • Tesea on ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2020

ზურა ჯავახიამ მუსიკალური კარიერა 2010 წელს ჯგუფში ZurGi დაიწყო. კოლექტივთან ერთად ჯავახიამ რამდენიმე EP გაავრცელა, 2013 წელს კი ბენდი დაიშალა. ამის შემდეგ ჯავახიამ ახალი პროექტი "არა" შექმნა. 2018 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი "რატომ მომიყვანეთ" გაავრცელეს. სხვადასხვა დროს ის ბენდებში Mutual Friends და "ყველა" მოღვაწეობდა. ზურას არაერთ ფილმსა და სპექტაკლში აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული