Thumbnail

მოუსმინეთ: 79 წლის ბობ დილანი ახალ ალბომს Rough and Rowdy Ways ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბობ დილანმა ახალი, რიგით 39-ე სტუდიური ნამუშევარი Rough and Rowdy Ways გამოუშვა. ეს პირველი ორიგინალური კომპოზიციებისგან შემდგარი ალბომია, რომელიც 79 წლის არტისტმა ბოლო 8 წლის განმავლობაში გაავრცელა. 10 სიმღერისგან შემდგარი ჩანაწერი ცნობილმა ლეიბლმა Columbia Records გამოსცა.

ბობ დილანი: The Rolling Stones-ის სიმღერები, რომლებიც სჯობდა, მე დამეწერა

დღემდე სტუდიური ნამუშევრიდან ტრეკები Murder Most Foul, I Contain Multitudes და False Prophet იყო გავრცელებული.

როგორც ცნობილია, 2012 წელს გამოქვეყნებული Tempest-ის შემდეგ, მუსიკოსს 2015-17 წლებში ქავერ ალბომები Triplicate, Fallen Angels და Shadows in the Night აქვს გამოშვებული.

ამერიკელმა ფოლკ მუსიკოსმა, ბობ დილანმა კარიერა 1959 წელს დაიწყო. არტისტის პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი 60-იან წლებშია დაწერილი. დილანს ამ ეპოქის თაობის ხმასაც უწოდებდნენ. მისი კომპოზიციები Blowin' in the Wind და The Times They Are a-Changin ადამიანის უფლებების დაცვისა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობების ჰიმნადაც კი იქცა.

11 გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ მუსიკოსს საერთო ჯამში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი აქვს გაყიდული. ამ შედეგით, ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად რჩება. 2016 წელს დილანს მის მიერ დაწერილი სიმღერების ტექსტების გამო, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული