Thumbnail

ოზი ოსბორნი: პირველად გავჩერდი სახლში ამდენ ხანს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა თავისი ცოლის, შერონის შოუში The Talk სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. არტისტისვე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულმა კარანტინის რეჟიმმა მას ძალების აღდგენისა და დასვენების საშუალება მისცა.

ოზი ოსბორნმა გაამხილა, რა სურს, მისი საფლავის ქვაზე ეწეროს

ოზი ოსბორნი: ჯერ მზად არ ვარ, რომ მიკროფონი გადავდო

ოზი ოსბორნი: 15 წელიწადში ცოცხალი აღარ ვიქნები, მაგრამ სიკვდილი არ მაშინებს

როგორც ოზიმ იანვარში გაამხილა, მას ექიმებმა პარკინსონის დაავადება დაუდგინეს, რასაც პნევმონია და წარსულში მიღებული ჭრილობის გამიზეზება დაერთო.

"დასვენება კარგი იყო. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გავდიოდი. მთელი კარიერის განმავლობაში სახლში ამდენ ხანს არასოდეს ვყოფილვარ. შანსი მომეცა, ჩემი ცოლის შეხედულებებს კარგად გავცნობოდი, რადგანაც ამას ტურნეში ყოფნისას ვერ ვახერხებ. თავს უკეთ ვგრძნობ. მართალია, გამოჯანმრთელება ნელი ტემპით მიდის, თუმცა, მთავარია, რომ მდგომარეობა უმჯობესდება", - ამბობს ოზი.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-2005 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული