Thumbnail

პოპულარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ რეი სტივენსონმა, სასცენო სახელით Tyga, მსმენელს ახალი კომპოზიცია Vacation და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ტრეკის პროდიუსერები Aly Baig და CashMoneyAP არიან.

ნახეთ: Tyga - FREAK Ft. Megan Thee Stallion

მოუსმინეთ: Scott Storch - Fuego Del Calor Ft. Ozuna & Tyga

ნახეთ: G-Eazy, Tory Lanez და Tyga კლიპში Still Be Friends

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული