Thumbnail

ვეტერანი ატლანტელი რეპერი, რადრიკ დევისი, ფსევდონიმით Gucci Mane, ახალ კომპოზიციას Still Remember და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სამხრეთელის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა Pooh Shiesty მონაწილეობს. კლიპში მსმენელი ატლანტური ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, 21 Savage-ს იხილავს. ტრეკი რადრიკის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Gucci Mane x Lil Baby - Both Sides

Gucci Mane: ჩემი მტრებისთვის სახლში ალიგატორი მყავს

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული