Thumbnail

მისისიპელი მუსიკოსი, ქალიფ ბრაუნი, ფსევდონიმით Swae Lee, ახალ კომპოზიციას Reality Check ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Human Nature შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა. ტრეკის პროდიუსერი Jaxx გახლავთ.

მოუსმინეთ: Swae Lee - Someone Said

მოუსმინეთ: Swae Lee - Won't Be Late feat. Drake

სვაე ლიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა ძმასთან, Slim Jxmmi-სთან ერთად ჩამოყალიბებულ ჰიპ ჰოპ დუეტში Rae Sremmurd 2008 წელს დაიწყო. გაერთიანებამ დღემდე სამი კომერციულად წარმატებული ალბომი ჩაწერა. 2018 წელს რეპერმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Swaecation გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული