Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსის, მაიკ სკინერის პროექტმა The Streets ახალი კომპოზიცია I Wish You Loved You As Much As You Love Him და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ჰიპ ჰოპ არტისტი Donae’o და არენბი შემსრულებელი Greentea Peng მონაწილეობენ. სინგლი სთრითსის მომავალ მიქსტეიპში None of Us Are Getting Out of This Life Alive იქნება წარმოდგენილი, რომელიც 10 ივლისს გამოიცემა.

მოუსმინეთ: The Streets - Where The F*&K Did April Go

ნახეთ: The Streets - Call My Phone Thinking I'm Doing Nothing Better Ft. Tame Impala

The Streets ბირმინგემში 1994 წელს მულტიინსტრუმენტალისტმა, მაიკ სკინერმა ჩამოაყალიბა. 2002 წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ პროექტმა სადებიუტო ალბომი Original Pirate Material გაავრცელა. სთრითსს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული