Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი Ashnikko ახალ კომპოზიციას Cry და მასზე შექმნილ ანიმაციურ კლიპს ავრცელებს. ჩანაწერში კანადელი მუსიკოსი, გრაიმსი მონაწილეობს. სინგლი ჩრდილოკაროლინელი რეპერის მომავალ EP-ში შევა, რომლის გამოცემაც 2020 წელს იგეგმება.

ეშტონ ნიკოლ კეისიმ, სასცენო სახელით Ashnikko, შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო EP სახელწოდებით Sass Pancakes გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ეშნიკოს განსაკუთრებული წარმატება 2019 წელს გამოშვებულმა სინგლმა Stupid მოუტანა, რომელმაც პოპულარობა პლატფორმა TikTok-ზე მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული