Thumbnail

Cardi B: შეეშვით ჩემი სხეულის კრიტიკას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც იმ ადამიანებს პასუხობს, რომელთა მტკიცებითაც, რეპერი თავის სურათებს ფოტოშოპის საშუალებით ამუშავებს. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომლებიც მუსიკოსის ჰიპერმარკეტ Target-ში სტუმრობას ასახავს. როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში ფოტოს დამუშავებული ვერსიაც გამოქვეყნდა, რომელშიც ქარდის წონა ხელოვნურად აქვს მომატებული.

იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად კარგ ფორმაშია, Louis Vuitton-ის საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა მუსიკოსმა ინტერნეტმომხმარებლებს მისი სხეულის შეთვალიერების საშუალება მისცა, შემდეგ კი კრიტიკოსებს მიმართა.

Cardi B: ათი წლის შემდეგ ფარშევანგის ტატუ განვიახლე, მთელი კვირა ვიტანჯებოდი

Cardi B: გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ

"ამ ვიდეოს გადაღება მომიხდა, რადგან ვხედავ, ზოგიერთი ჩემს დამუშავებულ ფოტოებს დაატარებს, რომლებშიც კვადრატს ვგავარ. გუშინ სურათი დავდე, ჩემმა მოძულეებმა კი მტკიცება დაიწყეს, რომ დაფოტოშოპებული ვიყავი. ამის გამო მომიწია, ჩემი სხეული გაჩვენოთ. ვიცი, რომ წონაში მოვიმატე. ეს უნდა გამეკეთებინა, რათა ჩემი ბარძაყები საჯდომის შესაბამისი ზომის გამხდარიყო. ისე, რომ იცოდეთ, ახლა მუცელშეწეული ვსაუბრობ, რადგან დილით ვისაუზმე, შემდეგ ვივახშმე და ნაყინიც მივირთვი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ლიპოსაქციის ფული მაქვს", - ამბობს ქარდი ვიდეოში, რომელსაც აღწერაში აწერს: "შეეშვით ჩემი სხეულის ნაკეცებს".

View this post on Instagram

Leave my rolls alone

A post shared by Cardi B (@iamcardib) on

მუსიკოსს კომენტარებში მისი ქმარი, რეპერი Offset გამოეხმაურა.

"სრულყოფილი საუზმეა", - მიმართა მან ცოლს, რომელმაც უპასუხა - "ეს ყველაფერი შენს განკარგულებაშია“.

ფოტო, რომელიც ინსტაგრამის მომხმარებელთა ნაწილმა დამუშავებულად მიიჩნია, არტისტმა ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული