Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიემონტ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, მსმენელს ახალი კომპოზიცია Tap In და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ახალგაზრდა მუსიკოსის ჩანაწერის პროდიუსერი Dr. Luke გახლავთ. ტრეკი სოუითის მომავალ ალბომში Pretty Bitch Music იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Saweetie - My Type

ნახეთ: Saweetie და Quavo კლიპს Emotional ავრცელებენ

მოუსმინეთ: BIG K.R.I.T. - Addiction Ft. Lil Wayne & Saweetie

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. 2018 წლის დასაწყისში ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიემონტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული