Thumbnail

მუსიკოსმა გია ტყემალაძემ, პროექტით Natura Antia, სადებიუტო კომპოზიცია Fiqri და მასზე შექმნილი ვიდეო გაავრცელა. მელოდიის, ტექსტისა და კლიპის ავტორი არტისტი თავად გახლავთ.

გია ტყემალაძე თავდაპირველად, 8 წლის ასაკში დრამით დაინტერესდა, მოგვიანებით კი კლავიშსა და საყვირს დაეუფლა. Natura Antia მუსიკოსის ახალი პროექტია. ამის გარდა, არტისტი ჯაზ-ფანკ ჯგუფში Flying Elephant და ელექტრონულ დუეტში Q Art Valley მოღვაწეობს. მას აგრეთვე კიდევ ერთი სოლო პროექტი GT აქვს, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულ მუსიკას ქმნის.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული