Thumbnail

გარდაცვლილი ფოფ სმოუქის მომავალი ალბომის სახელწოდება ცნობილია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის თებერვალში მოკლული 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, მომავალი ალბომის სახელწოდება Shoot For The Stars, Aim For The Moon იქნება. ბრუკლინელი რეპერის სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 3 ივლისს ჩაეშვება. როგორც ცნობილია, ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი ლეგენდარული ქუინსელი შემსრულებელი, 50 Cent-ია, რომელიც გარდაცვლილი კოლეგის მენტორი გახლდათ.

ნახეთ: გარდაცვლილი ფოფ სმოუქის კლიპი Shake The Room გავრცელდა

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

რეპერის წარმომადგენლებმა ალბომის პირველი სინგლი Make It Rain უკვე გამოაქვეყნეს.

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. ფოფ სმოუქი 2020 წლის თებერვალში ჰოლივუდ ჰილზზე, საკუთარ სახლში მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული