Thumbnail

არქივი: ჯგუფი "ნატვრის ხე" კომპოზიციას "მე შენთან მოვდივარ" ასრულებს (1990)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ჯგუფი "ნატვრის ხე" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე რომა რცხილაძის კომპოზიციას "მე შენთან მოვდივარ" ასრულებს. 

ნატვრის ხე - მე შენთან მოვდივარ (1990)

🔻 popmusic აგრძელებს 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული მუსიკის სცენის ამსახველი საარქივო მასალების გამოქვეყნებას 🎸🇬🇪 ჯგუფი "ნატვრის ხე" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას "მე შენთან მოვდივარ" ასრულებს. #არქივი

Posted by popmusic on ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2020

ჯგუფი "ნატვრის ხე" ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების "75" და "ივერია" ყოფილმა წევრმა, რომა რცხილაძემ 1982 წელს ჩამოაყალიბა. მის გარდა კოლექტივის შემადგენლობაში იყვნენ თემურ რცხილაძე, ანრი ბასილაია, თემურ ყვითელაშვილი, უჩა კორძაია და სხვა მუსიკოსები. იმავე წელს გამოცემულ, საქართველოს კომკავშირის 22-ე ყრილობისადმი მიძღვნილ კომპილაციურ ჩანაწერში "ახალგაზრდული" რომა რცხილაძისა და ნუგზარ ერგემლიძის სიმღერა "ნატვრის ხე" შევიდა. 1984 წელს კი სადებიუტო ალბომი "ივერია / ნატვრის ხე" გამოვიდა, რომელზეც ბენდის ხუთი კომპოზიცია იყო წარმოდგენილი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული