Thumbnail

ნახეთ: Machine Gun Kelly კომპოზიციის Bloody Valentine აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კლივლენდელი არტისტი, კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ვიდეორგოლთან ერთად კომპოზიციის Bloody Valentine აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი, ტრევის ბარკერი გახლავთ. სინგლი ქელის მომავალ პანკ როკ ალბომში Tickets To My Downfall იქნება წარმოდგენილი, რომელიც 17 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: Machine Gun Kelly-მ რიანას ჰიტი Love On The Brain იმღერა

ნახეთ: Machine Gun Kelly - In These Walls

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 4 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული