Thumbnail

მოუსმინეთ: სიქსნაინმა და ნიკი მინაჟმა ტრეკის TROLLZ ალტერნატიული ვერსია გაავრცელეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფმა ტეკაში სიქსნაინმა ახალგავრცელებული პოპულარული კომპოზიციის TROLLZ ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა. ჩანაწერში მსმენელი ცნობილი ნიუ იორკელი რეპერის, ნიკი მინაჟის შეცვლილ ვერსს მოისმენს.

ნახეთ: 6ix9ine და Nicki Minaj ახალ კლიპს TROLLZ ავრცელებენ

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ იუთუბზე თავისივე რეკორდი მოხსნა

Tekashi 6ix9ine: ჰიპ ჰოპი სავსეა ვირთხებით

როგორც ნიკიმ ახლახან აღნიშნა, ტრეკისთვის მან 11 ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსი ჩაწერა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა.

შინაპატიმრობაში გადაყვანის შემდეგ, 8 მაისს ტეკაშის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული