Thumbnail

ნახეთ: გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილის სახელი X AE A-XII დაარეგისტრირეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემა TMZ-მ კანადელი მუსიკოსის, გრაიმსისა და ამერიკული კორპორაციის SpaceX დამფუძნებლის, ილონ მასკის შვილის დაბადების მოწმობის ასლი მოიპოვა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, წყვილმა ახალდაბადებულ ვაჟს X AE A-XII (ექს ეშ ეი-თველვ) ოფიციალურად დაარქვა.

გრაიმსმა გაამხილა, რას ეძახის შვილს სახელად X Æ A-Xii-ს შემოკლებით

თავდაპირველად მასკსა და გრაიმსს სახელად X Æ A-12 ჰქონდათ შერჩეული. მას შემდეგ კი, რაც აღმოჩნდა, რომ, კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, ადამიანის სახელში ციფრებისა და სიმბოლოების გამოყენება არ შეიძლება, რიცხვი 12 რომაულად გამოსახეს.

მუსიკოსმა სახელის მნიშვნელობა ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში ტვიტერზე განმარტა:

"X აღნიშნავს უცნობ ცვლადს.
Æ - მე სწორედ ასე ელფურად ვწერ AI-ს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.
A-12 კი ჩვენი ფავორიტი სადაზვერვო ხომალდია, SR-17-ის წინამორბედი. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა და ძალადობა, მხოლოდ სიჩქარე.
A აგრეთვე გამოხატავს Archangel-ს, ეს ჩემი საყვარელი სიმღერის სახელია".

წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო. გრაიმსისა და ილონის ბიჭუნა მიმდინარე წლის 4 მაისს დაიბადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული