Thumbnail

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა The Killers ახალი კომპოზიცია My Own Soul’s Warning გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი ინდი როკ ბენდის Foxygen წევრი, ჯონათან რადო გახლავთ. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Imploding the Mirage შევა, რომლის გამოსვლაც 29 მაისს იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ნახეთ: The Killers-მა ელენის შოუში კომპოზიცია Caution შეასრულა

ნახეთ: The Killers-მა ორი კომპოზიცია Blowback და Dying Breed გაავრცელა

"ქილერსი" ლას ვეგასში 2001 წელს ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის განმავლობაში მუსიკოსებს 28 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Mr. Brightside, Shot At The Night და Human მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული