Thumbnail

ელტონ ჯონმა 2020 წლის ფავორიტი ალბომი დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა არტისტმა, ელტონ ჯონმა Apple-ის რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში, საკუთარ გადაცემაში Rocket Hour, 2020 წლის რჩეული ალბომი დაასახელა. მან იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მუსიკოსს, რინა სავაიამას გაუმხილა, რომ წელს ყველაზე მეტად სწორედ მისი სადებიუტო ჩანაწერი Sawayama მოეწონა.

ელტონ ჯონი: The Weeknd ძალიან მიყვარს

"გამარჯობა, რინა. შენთან საუბარი ძალიან სასიამოვნოა, რადგან სწორედ შენი სადებიუტო ალბომია წელს ჩემთვის საუკეთესო. ფენომენალური ჩანაწერია. ჩემს გადაცემაშიც ხშირად ჩამირთავს, აღფრთოვანებული ვარ", - მიმართა ელტონმა რინას სატელეფონო საუბარში.

რინა სავაიამამ სადებიუტო ალბომი Sawayama მიმდინარე წლის აპრილში გამოსცა. სტუდიურ ჩანაწერში 13 ტრეკია წარმოდგენილი. ნამუშევარმა გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. რინამ კარიერა 2013 წელს დაიწყო. სადებიუტო EP სახელწოდებით Rina კი 2017 წელს გამოუშვა. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია XS და Cherry. შემსრულებლის მუსიკალური მიმართულება პოპს, არენბისა და ელექტროპოპს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული