Thumbnail

Cardi B: ათი წლის შემდეგ ფარშევანგის ტატუ განვიახლე, მთელი კვირა ვიტანჯებოდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ რამდენიმე კვირის წინ ინსტაგრამზე თავისი ახალი სვირინგი გაასაჯაროვა. ფერადი ყვავილების, პეპლებისა და ჩიტების გამოსახულება მუსიკოსს ზურგიდან მარცხენა ბარძაყამდე დაჰყვება. როგორც ჩანს, ახალი ტატუს ფონზე, ქარდის 10 წლის წინ გაკეთებული ფარშევანგის გამოსახულება ზედმეტად გახუნებულად მოეჩვენა და მისი განახლება გადაწყვიტა. საბოლოო შედეგი რეპერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

"ჩავფლავდი" - Sia-ს ნიკი მინაჟი და ქარდი ბი ერთმანეთში აერია

"ათი წლის შემდეგ ჩემი ფარშევანგის სვირინგი განვაახლე. მთელი კვირა ტკივილით ვიტანჯებოდი", - წერს ქარდი და თავის ტატუ არტისტს, ჯეიმი შინს მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის ახალ ტატუს ავტორიც სწორედ ჯეიმი გახლავთ.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული