Thumbnail

ნახეთ: ნიკ ქეივმა 50 საყვარელი წიგნი დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა საკუთარ ვებგვერდზე Red Hand Files თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა მსმენელმა მას 40 რჩეული წიგნის დასახელება სთხოვა.

ნიკ ქეივმა მისწერა თაყვანისმცემლებს, რომლებმაც, მის მსგავსად, შვილები დაკარგეს

ნახეთ: ნიკ ქეივმა ჯგუფ T. Rex-ის კომპოზიციის Cosmic Dancer ქავერი გაავრცელა

"ამ შეკითხვას რომ ვუპასუხო, უნდა მივიდე თაროსთან. თუმცა, ის ცარიელია, რადგან 5 000-ზე მეტი წიგნი კოპენჰაგენში, დანიის სამეფო ბიბლიოთეკას გავუგზავნე. ოქტომბრამდე გამოფენის Stranger Than Kindness: The Nick Cave Exhibition ნაწილი იქნება. ახლა იმ წიგნებს დავასახელებ, რომლებიც უცებ გამახსენდება და რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან მიყვარს. 40-ის ნაცვლად 50-ს ჩამოვწერ", - პასუხობს ნიკ ქეივი.

მუსიკოსის საყვარელი წიგნების ნუსხა ასეთია:

American Dreams – Sapphire
Break, Blow, Burn – Camille Paglia
The Largesse of the Sea Maiden – Denis Johnson
The Collected Poems of Langston Hughes
A Good Man is Hard to Find – Flannery O’Connor
I and Thou – Martin Buber
Straight Life – Art Pepper
The Bible – King James Edition
Things Fall Apart – Chinua Achebe
High Windows – Philip Larkin
The Conference of Birds – Attar of Nishapur
My Promised Land – Ari Shavit
The Christ at Chartres – Denis Saurat
King Leopold’s Ghost – Adam Hochschild
America a Prophecy – Jerome Rothenberg
Ariel – Sylvia Plath
The Book of Ebenezer Le Page – Gerald Basil Edwards
The English and Scottish Popular Ballads
The Collected Poems of Emily Dickinson
Shaking the Pumpkin – Jerome Rothenberg
The Killer Inside Me – Jim Thompson
The Collected Works of Saint Teresa of Avila
Moby Dick – Herman Melville
The Mayor of Casterbridge – Thomas Hardy
Mid-American Chants – Sherwood Anderson
Collected Works of Billy the Kid – Michael Ondaatje
American Murder Ballads and Their Stories – Olive Woolley Burt
Poems of W. B. Yeats – Selected by Seamus Heaney
The Good Lord Bird – James McBride
Consolations – David Whyte
Roget’s Thesaurus – Peter Mark Roget
Here I Am – Jonathan Safran Foer
Lives of the Saints – Alban Butler
Inferno/From an Occult Diary – August Strindberg
Poems 1959-2009 – Frederick Seidel
S.C.U.M Manifesto – Valerie Solanas
Complete Poems of E. E. Cummings
The Anatomy of Melancholy – Robert Burton
Dave Robicheaux Novels – James Lee Burke
Victory – Joseph Conrad
A Flower Book for the Pocket – Macgregor Skene
The Informers – Bret Easton Ellis
The Frog Prince – Stevie Smith
Pale Fire – Vladimir Nabokov
Sanctuary – William Faulkner
Short Stories of Anton Chekhov
The Factory Series – Derek Raymond
The Dream Songs – John Berryman
Man’s Search for Meaning – Viktor Frankl
Walkabout – James Vance Marshall

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული